ბესელია ვასილ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბესელია ვასილ − (1953), ქართველი პოეტი. დაიბადა სენაკში. განათლებით ინჟინერ-მექანიკოსია, დამთავრებული აქვს სპი. მისი ლექსები წლების მანძილზე იბეჭდებოდა პერიოდულ პრესაში. გამოცემული აქვს სამი პოეტური კრებული.
- * * *
- მიყვარდა რადგან, შევუნდე ცოდვა
- და უკუღმართი სულის ებანი,
- მე ვაპატიე დიდი და ცოტა
- და უნებლიე შეცოდებანი...
- მაინც ჩამიქრა სულში მთიები
- შემომებურა იჭვის მანტია...
- ..ის კი წავიდა ნაპატიები
- და პატიება არ მაპატია