ბესლეთის ხიდის წარწერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბესლეთის ხიდი

ბესლეთის ხიდის წარწერა – ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა ამოკვეთილია მდინარე ბესლეთზე (მდებარეობს ქ. სოხუმის სამხრეთ ნაწილში (აფხაზეთი)) გადებული ერთმალიანი ქვის ხიდის დასავლეთ კიდეზე. ფილა, რომელზედაც წარწერის დასაწყისია, ხიდის სამხრეთ ბურჯის წყობაშია დატანებული, ხოლო წარწერის დანარჩენი ნაწილი თაღს დაუყვება. ბესლეთის ხიდის წარწერა სრული სახით შემონახული არ არის, შესრულებულია კიდურწაისრული და ნაწილობრივ კიდურწერტილოვანი დამწერლობით. პალეოგრაფიულად თარიღდება XI ს.

წარწერის აღდგენის ორი ვარიანტი არსებობს:
ქ(რისტ)ე; [მეუფ(ე)ო] ყ(ოველთ)ა, [უმ(ე)ტ(ე)ს(ა)დ] [ად] იდე ორთავ[ე] შ(ინ)ა ს(უ)ფ(ე)[ვ]ათა უ[ძლეველი]... ქ(რისტ)ე, [მფლობელო] ყ(ოველთ)ა [სუფევათაო], [ად]იდე ორთავ[ე] შ(ინ)ა ს(უ)ფ(ე)[ვ]ათა უ[ძლეველი]... წარწერაში დასახელებული მეფე შეიძლება იყოს ბაგრატ III, გიორგი I ან ბაგრატ IV.

ვ. კეკელია

ლიტერატურა

  • ბარნაველი თ., ბესლეთის ხიდის თარიღისათვის, საქ. სსრ მეცნ. აკადემიის საზ. მეცნ. განყ-ბის „მაცნე“,1970, №6;
  • სილოგავა ვ., ქართული წარწერების კორპუსი, წგ. 2, დასავლეთ საქართველოს წარწერები, ნაკვ. 1 (IX-XIII სს.), თბ., 1980.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები