ბეტონის კაჟმიწა დანამატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეტონის კაჟმიწა დანამატიბეტონის დანამატი, რომელიც ამაღლებს ბეტონის სიმკვრივეს, სიმტკიცეს, წყალუჟონადობასა და ხანმედეგობას. კაჟმიწა წარმოადგენს კაჟისშემცველი ნადნობის ნარჩენს (ფეროსილიციუმი, კრისტალური კაჟმიწა და სხვ.). კაზმის დნობის და 1800°C-ზე უფრო მაღალ ტემპერატურის დროს კვარცის აღდგენისას წარმოიქმნება აირისებრი კაჟბადი, რომელიც გაცივებისა და ჰაერთან კონტაქტისას იჟანგება SiO2-ად და განიცდის კონდენსაციას კაჟმიწის უწვრილეს ნაწილაკებად. მიკროკაჟმიწაში SiO2 შეადგენს 85-98%-ს. კაჟმიწის ნაწილაკებს აქვთ მცირე ზომები (0,1-0,5 მკმ) და დიდი ხვედრითი ზედაპირი (18-25 მ2/გ). მიკროკაჟმიწა გამოირჩევა დიდი წყალმოთხოვნილებით: თანაბარპლასტიკურ ნარევში 1 კგ მიკროკაჟმიწის შეყვანა იწვევს წყლის ხარჯის გაზრდას 1 ლიტრით. ამიტომ მას იყენებენ სუპერპლასტიფიკატორთან ერთად, რათა შეამცირონ წყლის ხარჯი. მიკროკაჟმიწის ხარჯი ბეტონში ცემენტის მასის 5-15%-ია, რაც ნაკლებია, ვიდრე სხვა მინერალური დანამატის გამოყენებისას. მაღალი დისპერსიულობის გამო მიკროკაჟმიწის ნაყარი სიმკვრივე შეადგენს მხოლოდ 150-200 კგ/მ3, რაც აძნელებს მის ტრანსპორტირებას, ამიტომ ბეტონის წარმოებაში ჩვეულებრივ იყენებენ წინასწარ გრანულირებულ ან ბრიკეტირებულ მიკროკაჟმიწას, რაც არსებითად ამსუბუქებს მის ტრანსპორტირებასა და გამოყენებას.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები