ბეტონის კლასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეტონის კლასი – ბეტონის სიმტკიცის (კუმშვაზე და გაჭიმვაზე) კონტროლირებული მინიმუმი, რომლის ალბათობის საიმედოობა არის 0,95. მიიღება 18-20°C ტემპერატურისა და არანაკლები 90% ფარდობითი ტენიანობის პირობებში გამყარების 28-ე დღეს. გამოსაცდელი ნიმუშების რაოდენობა განისაზღვრება ერთგვაროვანი ელემენტების ერთობლიობიდან შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, ხოლო ლაბორატორიული გამოცდები წარმოებს სპეციალური სახელმწიფო სტანდარტების დაცვით. ღერძულ გაჭიმვაზე ბეტონის Bt კლასი სიმტკიცის მიხედვით განისაზღვრება ანალოგიურად, ოღონდ შესაბამისი ნიმუშის გამოცდით გაჭიმვაზე; ნიმუშის სამუშაო ნაწილის (კვადრატული განივკვეთის პრიზმა) ზომები მიიღება: 100×100×400, 150×150×600 და 200×200×800 მმ, ან გამოითვლება ემპირიული ფორმულებით. ნორმებში მოცემულია ბეტონის კლასები გაჭიმვაზე Bt0.8-დან Bt3.2-მდე. მზიდ სამშენებლო კონსტრუქციებში ძირითადად გამოიყენება: ჩვეულებრივ (დაუძაბავ) ღუნვად ელემენტებში – ბეტონები B15-B30 კლასის; შეკუმშულ ელემენტებში (მაგ., სვეტებში) – B20-B40; წამწეებში, კამარებში და თაღებში – B30-B50. წინასწარდაძაბულ კონსტრუქციებში ბეტონის კლასი ინიშნება გამოყენებული არმატურის კლასის მიხედვით. მაგ., A–IV კლასის არმატურისათვის არა უმცირესი B15-ისა, A–VI – არა უმცირესი B30-ისა. B7.5 -ზე ნაკლები კლასის მძიმე და წვრილმარცვლოვანი ბეტონის გამოყენება მზიდ სამშენებლო კონსტრუქციებში, სამშენებლო ნორმებით დაუშვებელია.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები