ბექა და ბეშქენ ოპიზრების ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბექა და ბეშქენ ოპიზრების ქუჩა — ქუჩა თბილისში, კრწანისის რაიონში (ხარფუხი); იოსებ გრიშაშვილის ქუჩიდან ნიკო ლორთქიფანიძის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც აღსთაფის შესახვევი, 60-იან წლებში – ბექა ოპიზრის ქუჩა, შემდეგ ბექა და ბეშქენ ოპიზრების სახელი დაერქვა.