ბეღლისკრული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბეღლისკრული – ფანდურზე დაკვრისა და სიმღერის თავისებური მოტივი. სრულდებოდა, ხევსურების მთავარ ხატში, გუდანის ჯვარში (ბეღლისკარი) დღეობების დროს. ბეღლისკრული გადმოცემით ძველი მოტივი ყოფილა, მასზე საგმირო და ღვთაებათა სადიდებელი როკვა-სიმღერა სრულდებოდა.
დ. გოგოჭური