ბეჩარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეჩარა,ვასო ავეტის ძე ბერიევი – (1855 – 1935), („ბეჩარა” სპარსულად ნიშნავს უჩაროს, უილაჯოს). დაიბადა თბილისში (ზოგიერთი ცნობით გორში, მისი მამაპაპა გორის მაზრის სოფელ სვენეთიდან ყოფილან წამოსული); ძველი თბილისური (აშუღური) პოეზიის ერთ-ერთი კოლორიტული წარმომადგენელია. მისი პოეზია უმეტესად ვრცელდებოდა ზეპირი გზით, თუმცა დაბეჭდილიც არის რამდენიმე ლექსი კრებულში „ორთაჭალის თაიგული” (1913) და გაზეთ „კოლექტივიზაციაში” (1935).


* * *
(რასტიას ხმაზედ)
ერთი დროება ვის შერჩენია,
არც შენ შეგრჩება ეგ ავკაცობა,
ყველას ცხოვრება აქ დარჩენია,
არც შენ შეგრჩება ეგ ავკაცობა.
მტერი არ მიზამდა, რაც შენ მიყავი,
უღვთოდ დამიქციე სახლი და კარი,
ორივე ხელით თავში ჩამკარი,
არც შენ შეგრჩება ეგ ავკაცობა.
ბევრი მინახავს შენისთანები,
ოქროთ და ვერცხლით გამაძღარები,
ბეჩარ, შენ იმათ ნუ ედარები,
არც შენ შეგრჩება ეგ ავკაცობ

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები