ბეწვის ხიდი – ხიდი სულეთში, რომელიც ადუღებული კუპრის ტბაზეა (თუ მდინარეზე) გადებული; გარდაცვლილთა სულები, რომლებიც ცოდვით არ არიან დამძიმებულნი, მსუბექად გადადიან მასზე, ბოლო ცოდვებით დამძიმებულთა ქვეშ ბეწვის ხიდი წყდება და ისინი კუპრში ცვივიან.
წყარო
მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის