ბზარი (რკინაბეტონის კონსტრუქციებში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბზარიბეტონის ან რკინაბეტონის კონსტრუქციებში ტანის მთლიანობის დარღვევა ნახეთქების სახით. მისი გამომწვევი მიზეზებია: ბეტონის შეკლება, არათანაბარი შრობა, ტემპერატურული გაფართოება, ხანძარი, შენობის საძირკვლების დაჯდომა, საპროექტოზე მეტი სიდიდის შიდა გამჭიმავი და ღუნვის ძაბვების გაჩენა, შეცდომები დაპროექტებისას, გაუთვალისწინებელი სიტუაციები და სხვ. კონსტრუქციების (ან მათი ნაწილების) ბზარმედეგობისადმი წაყენებული მოთხოვნები, მუშაობის პირობებისა და გამოყენებული არმატურის სახეობის მიხედვით, იყოფა სამ კატეგორიად:

I კატეგორია – ბზარების წარმოქმნა დაუშვებელია;
II კატეგორია – დასაშვებია შეზღუდული სიგანის ბზარების ხანმოკლე გახსნა, შემდგომი საიმედოდ დახურვის პირობით;
III კატეგორია – დასაშვებია შეზღუდული სიგანის ბზარის ხანმოკლე და ხანგრძლივი გახსნა.

ბზარის ხანმოკლე გახსნად ითვლება მუდმივი, ხანგრძლივი და ხანმოკლე დატვირთვების ერთობლივი მოქმედებისას მათი გახსნა, ხოლო ხანგრძლივ გახსნად – გამოწვეული მხოლოდ მუდმივი და ხანგრძლივი დატვირთვების ზემოქმედებისას. რკინაბეტონის კონსტრუქციებისათვის ბზარმედეგობის მოთხოვნათა კატეგორიები და ბზარის გახსნის სიგანის დასაშვები სიდიდეები ნორმალური პირობებისათვის მოყვანილია საცნობარო ლიტერატურაში.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები