ბზიფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ბზიფი (აფხ. Бзыԥ), მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ბზიფი აფხაზეთის ყველაზე გრძელი მდინარეა. სიგრძე 115 კმ, აუზის ფართობი 1510 კმ2. იგი სათავეს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთაზე, უღელტეხილ ადანგესთან, ზღვის დონიდან 2640 მ სიმაღლეზე იღებს თავისი დინების უმეტეს ნაწილში, მდინარე იუფშარას შესართავამდე, ზოგადად დასავლეთის მიმართულება აქვს, შემდეგ გეზს იცვლის და სამხრეთისაკენ უხვევს. ზემო დინებაში ხეობა ვიწრო და ღრმაა; სოფ. ფსხუსთან ხეობა განიერდება და მდინარე იტოტება; ქვემოთ ხეობა ვიწრო, ზოგან კანიონისებრია, დაბა ბზიფთან დაბლობზე გამოდის და ბიჭვინთის კონცხთან შავ ზღვას ერთვის.

„ბზიფი“ ამ მდინარის შედარებით ახალი სახელწოდებაა. XIX ს. 20-იან წლებამდე მას კაპოეტის წყალი – კაპპეტის წყალი ერქვა. სახელწოდება ქართულია და მომდინარეობს თევზის სახელიდან კაპოეტი. თევზი კაპოეტი კალმახ-ორაგულის ჯიშს ეკუთვნის. იგი მოზრდილი სახის კალმახია და სწორედ ამ მდინარეში გვხვდება (ცხადაია, ხორავა, 2016: 162-163). გამოთქმულია მოსაზრება, რომ ქართულია სახელწოდება ბზიფიც (ბზიბი), რაც დაკავშირებულია მცენარის სახელთან – ბზა. აფხაზეთის მთავარ მდინარეს, რომელიც ბზების ხეობაზე მოედინება ბზიფის (ბზების) წყალი ეწოდება (ინგოროყვა, 1954: 148; ახვლედიანი, 1957: 110)



წყარო

ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან: აფხაზეთი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები