ბზომარის სომხურ კათოლიკურ ეკლესიაში დაცული ქართული ხელნაწერები
ბზომარის სომხურ კათოლიკურ ეკლესიაში დაცული ქართული ხელნაწერები – ბზომარის სომხურ კათოლიკურ ეკლესიაში დაცული ქართული ხელნაწერია: ლექციონარი. ფრაგმენტები. X ს. 2 ფ.; დაყოფილი 6 ფრაგმენტად, გამოყენებულია სომხური წიგნების ყდის საცავ ფურცლებად. მთავრული. თავდაპირველი ფურცლის ზომა: 48×36 სმ.; ლექციონარის ფრაგმენტები შეიცავს მარხვის ცილკის საკითხავებს. ფრაგმენტებს მიაკვლია, შეისწავლა და გამოაქვეყნა ბ. უტიემ (Outtier 1975: 110-118). მკვლევარმა დაადგინა ბზომარისა და მატენადარანის სომხური 48 და 1335 ხელნაწერების საცავ ფურცლებად გამოყენებული ქართული ფრაგმენტებისა საერთო ქართული ხელნაწერიდან მომდინარეობის საკითხი (Outtier 2015: 13) ღვთისმშობლის საგალობელი. XV ს. 2ფ.; ფრაგმენტები გამოყენებული ყოფილა სომხური ხელნაწერის საცავ ფურცლებად. მიაკვლია ბ. უტიემ.