ბიალობჟესკი ჩესლავ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩესლავ ბიალობჟესკი

ჩესლავ ბიალობჟესკი – პოლ. Czesław Białobrzeski, 1878 - 1953), პოლონელი ფიზიკოსი.

დაიბადა პოვშეხონში იაროსლავლის მახლობლად. 1914 წელს დაინიშნა კიევის უნივერსიტეტის პროფესორად, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გახდა მის მიერ ორგანიზებული პოლონეთის საუნივერსიტეტო კოლეგიის პროფესორი, შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და განაგებდა კათედრას ჯერ იაგელონის, ხოლო 1921 წლიდან ვარშავის უნივერსიტეტებში. აქ 1931 წელს ჩამოაყალიბა ექსპერიმენტალური ლაბორატორია, რომელიც მისი შემოქმედებითი მუშაობის ადგილი გახდა.

ჩესლავ ბიალობჟესკის ფიზიკის ისტორიაში საპატიო ადგილი უჭირავს. მისი მეცნიერული კვლევები ეხებოდა თერმოდინამიკის საკითხებს, ფარდობითობის თეორიას, კვანტურ თეორიას, სპექტროგრაფიას, ასტროფიზიკას, აგრეთვე ფიზიკის ფილოსოფიას. მსოფლიო სახელი და განსაკუთრებული აღიარება მოიპოვეს ბიალობჟესკის იმ შრომებმა, რომლებიც გამოსხივების წნევის როლს ეხებოდა ვარსკვლავების შინაგან წონასწორობაში. ეს შრომები გამოქვეყნდა 1911 წელს და დასაბამი მისცეს ასტროფიზიკაში შემდგომ კვლევებს.

ჩესლავ ბიალობჟესკის ფილოსოფიური მსჯელობები ძირითადად ფიზიკაში ინდეტერმინიზმის საკითხებს ეხებოდა. გარდაიცვალა ვარშავაში 1953 წელს.


წყარო

დიდი ფიზიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები