ბიერნსონი ბიორსტერნე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბიორსტერნე ბიერნსონი

ბიორსტერნე ბიერნსონი – (ნორვ. Bjørnstjerne Martinus Bjørnson, 1832-1910), ნორვეგიელი მწერალი, დრამატურგი, თეატრალური მოღვაწე. ნობელის პრემიის ლაურეატი (1903). დაწერა ისტორიული დრამები ნორვეგიული საგების და ქრონიკების მიხედვით: „ბრძოლათა შორის“, „კოჭლი გულდა“, „მეფე სვერე“, „ გაავებული სიგურდი“, „სიგურდი ჯვაროსანი“, „მარია სტიუარტი, შოტლანდიის დედოფალი“, ამ პიესებში შეხამებულია ეპოსი და ლირიკა, ისტორიული ფონი და ხასიათების ფსიქოლოგიური სიღრმე. 70-იანი წწ. იგი ასახავს თავის თანადროულ სინამდვილეს პიესებში: „ბანკროტობა“, „ახალი სისტემა“, „რედაქტორი“, „მეფე“ მორალურ-ეთიკურ პრობლემებს ეძღვნება პიესები „პაულ ლანგე და ტურა პარსბერგი“, „ახალდაქორწინებულები“, „ლეონარდა“, „ხელთათმანი“, „გეოგრაფია და სიყვარული“, „როცა ჰყვავის ნორჩი ვენახი“. მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დრამატულ დილოგიას „ჩვენს ძალებზე მაღლა“, სადაც წამოჭრილია მწვავე სოციალური პრობლემები.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები