ბიეფი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბიეფი −(ფრანგ. biеф) – წყალსატევის, მდინარის ან არხის ნაწილი, რომელიც ეკვრის წყალსატბორ ნაგებობას (კაშხალს, რაბს). განასხვავებენ ზედა და ქვედა ბიეფს. ზედა ბიეფი მდებარეობს წყალაღმა, წყალსატბორი ნაგებობის წინ; ქვედა ბიეფი – წყალდაღმა, წყალსატბორი ნაგებობის შემდეგ. ორი ან რამდენიმე წყალსატბორი ნაგებობით წარმოქმნილ და წყლის სისტემის ან წყალსადინარის წყალგამყოფ უბანზე მდებარე ბიეფს გამყოფ ბიეფს უწოდებენ.
ზედა ბიეფი
აკვატორია კაშხლიდან მდინარის ზემო წელის მიმართულებით, რომელიც მდინარის ნაგებობით გადაკეტვისას შეტბორილი წყლით იფარება და სადაც გროვდება მყარი ნატანი
ქვედა ბიეფი
აკვატორია კაშხლიდან მდინარის ქვემო წელის მიმართულებით.