ბილფელდი ლეოპოლდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლეოპოლდ ბილფელდი

ბილფელდი ლეოპოლდ – (1839 – გ. წ. უცნობია), საქართველოში მოღვაწე გერმანელი არქიტექტორი.

წარმოშობით გერმანელმა ბილფელდმა უმაღლესი სამხატვრო და არქიტექტურული განათლება მიიღო სანქტ-პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. 1868 წლიდან ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისში – იყო კავკასიის საფოსტო ოლქის, შემდეგ კი საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის არქიტექტორი. ბილფელდის პროექტით თბილისში აიგო რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, აგრეთვე ე.წ. მიხეილის საავადმყოფოს მთავარი შენობა (ახლანდ. დავით აღმაშენებლის გამზირი) და ვეტცელის სასტუმრო (ახლანდ. დავით აღმაშენებლის გამზირისა და ზ. ჭავჭავაძის ქუჩის კუთხე). 1901 წ. ბილფელდს დაევალა ქაშვეთის წმ. გიორგის ტაძრის პროექტის შექმნა. პროექტის შედგენისას ბილფელდმა გამოიყენა სამთავისის ტაძრის ხუროთმოძღვრება. პროექტი და ხარჯთაღრიცხვა სინოდალურ კანტორას წარედგინა 1901 წ. 19 ნოემბერს. მიუხედავად იმისა, რომ ბილფელდის პროექტი დაიწუნა საქართველოს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი), საბოლოოდ ის მაინც დამტკიცდა და 1904 წ. 12 ნოემბერს მშენებლობა დაიწყო.

მ. ბოჭორიშვილი

ლიტერატურა

კალისტრატე (ცინცაძე)., ქვაშვეთის წმიდის გიორგის ეკლესია ტფილისში, თბ., 1994.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები