ბილჰარციელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბილჰარციელა - (Bilharziella; გერმანელი მეცნიერის ბილჰარცის პატივსაცემად), ტრემატოდების გვარი; მიეკუთვნება Schistosomatata-ს ქვერაზმს.
Bilharziella polonica (ლათ. polonica პოლონური) – სახეობა, პარაზიტობს იხვის, ბატის, გარეული წყალმცურავი ფრინველების ღვიძლის, ჯორჯლის, ფილტვებისა და სხვა ორგანოების სისხლძარღვებში. ბიოჰელმინთი. შუალედური მასპინძელი – მტკნარი წყლის მოლუსკები (პლანორბიდები, ლიმნეიდები, ბითინიები და სხვ.). ბილჰარციელა სქესგაყოფილი ტრემატოდაა.