ბილჰარციელოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბილჰარციელოზი - (Bilharziellosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Bilharziella + ბერძნ. osis დაავადება), ჰელმინთოზი. აღმძვრელი, ტრემატოდაBilharziella polonica პარაზიტობს იხვის, ბატის, გარეული წყალმცურავი ფრინველების ჯორჯლის, ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის, თირკმელების, ფილტვების, ელენთის, გულისა და სხვა ორგანოების სისხლძარღვებში.

სიმპტომები: საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციის მოშლა; სკორე – თხიერი, მყრალი სუნით; სუნთქვა – გართულებული; ცხვირიდან და თვალიდან დიდი რაოდენობით გამონადენია, რომელიც აწებებს ქუთუთოებს; რქოვანა – შემღვრეული.



წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები