ბიოთერმული გაუვნებლობა ნაკელის
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბიოთერმული გაუვნებლობა ნაკელის – ჰელმინთების კვერცხებისა და ლარვების, ვირუსების, ნაკელში სპორების არწარმომქმნელი მიკრობების განადგურების მეთოდი. დაფუძნებულია ნაკელსაცავში ფენებად დალაგებულ ნაკელში მაღალი ტემპერატურის (70OC) შექმნაზე, რასაც სწრაფად მრავლებადი თერმოფილური მიკროორგანიზმები წარმოქმნიან. წლის თბილ პერიოდში გაუვნებლობის პერიოდი ერთ თვეს გრძელდება, ცივ პერიოდში – ორ თვეს.