ბიოლოგიური რესურსები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბიოლოგიური რესურსები – ადამიანთა საზოგადოების მატერიალური და სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი, ცოცხალ ბუნებაში დაცული ენერგომასების შემცველი, სამკურნალო თვისებების ან მიმზიდველი სანახაობის, ასევე გენეტიკური ნიშნების მქონე ორგანიზმები ან მათი ნაწილები, პოპულაციები ან ეკოსისტემის სხვა ბიოტური კომპონენტები, კულტურული მცენარეულობა, შინაური ცხოველები, ბუნებრივი და ანთროპოგენური ლანდშაფტები, რომლებსაც კაცობრიობისათვის სარგებლიანობა ან ღირებულება გააჩნიათ.