ბიორიტმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბიორიტმი – (ბერძნ. bios – სიცოცხლე და rhythmos – თანაბარი მონაცვლეობა) – ადამიანის ფსიქიკის დაძაბვისა და მოდუნების პროცესი. განირჩევა:

1) გარეგნული ბიორიტმი, დაკავშირებული მზის ციკლურ აქტივობასთან (11,5 წ.) და წლიწადის დროთა ცვლასთან;

2) შინაგანი ბიორიტმი, რომელიც განსაზღვრავს ფიზიკური და ფსიქიკური აქტივობის დონეს. იგი მაღალია დღის და ღამის 8-დან 12 საათამდე, ხოლო მინიმალურია ამავე პერიოდის 2-დან 8 სთ-ს მონაკვეთში. აქტივობის ამაღლება დღისით და საღამოთი, უკავშირდება ადრენალინის ჰორმონის ჭარბ გამოყოფას. აქტიური და ინაქტიური პერიოდების არსებობა მოითხოვს შესატყვისობას შინაგან ბიორიტმებსა და ფსიქიკურ მოღვაწეობას შორის. ხშირად ამის გაუთვალისწინებლობის შედეგია უძილობა, ნევროზები, გულის სისხლძარღვთა თუ სასუნთქი გზების დაავადებანი. ეს გარემოება განსაკუთრებით გასათვალისწინებელია შემოქმედებითი მოღვაწეობის პროცესში.

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები