ბიოსაწვავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბიოსაწვავი – საწვავი, მიღებული მცენარეული, ცხოველური, ცოცხალი ორგანიზმის ცხოველმოქმედების ან სამრეწველო ორგანული ნარჩენების გადამუშავების შედეგად. განასხვავებენ თხევად ბიოსაწვავს (შიგაწვის ძრავებისათვის – ეთანოლი, მეთანოლი, ბიოდიზელი), მყარს (შეშა, ბრიკეტები, საწვავი გრანულები, ნაფოტები, ჩალა) და გაზისებრს (სინთეზ-გაზი, ბიოგაზი, წყალბადი). წარმოების ტექნოლოგიის მიხედვით არსებობს პირველი თაობის (ნედლეულად გამოყენებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურები ცხიმების, სახამებლის და შაქრის დიდი შემცველობით), მეორე თაობის (არასაკვები კულტივირებული მცენარეების ნარჩენები, ბალახეულობა, მერქანი) და მესამე თაობის (წყალმცენარეები) ბიოსაწვავი. ამჟამად ბიოსაწვავის წილი თხევადი საწვავის მოთხოვნის მსოფლიო ბაზარზე შეადგენს დაახლოებით 3%-ს (ძირითადი მწარმოებლებია აშშ და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა).



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები