ბიოსეპტიკი
ბიოსეპტიკი (წვეთოვანი ბიოფილტრი) − (ბერძ. bios სიცოცხლე და sēptós დამპალი, გახრწნილი), ავტონომიური კანალიზაციის თანამედროვე სისტემა ქალაქგარეთა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისათვის. მუშაობის პრინციპი შემდეგია: ჩამდინარი წყალი თავიდან ხვდება მინაპლასტიკისაგან დამზადებული ბიოსეპტიკის პირველ ნაკვეთურში, სადაც მსხვილი ნაწილაკები ილექება, ბინძური წყალი სუფთავდება ცხიმებისა და აქტიური ნივთიერებებისგან. შემდეგ სითხე წვრილი ნაწილაკებით გადადის მეორე ნაკვეთურში, სადაც განმეორებით ხორციელდება გაწმენდა (ანაერობული რეაქტორით). დარჩენილი ნალექი ბრუნდება პირველ ნაკვეთურში. შედარებით სუფთა წყალი მეორედან გადადის მესამე ნაკვეთურში – ძლიერ ბიოფილტრში და ამის შემდეგ გაწმენდილი წყალი (95%-ით) ხვდება სადრენაჟო სისტემაში. გამოირჩევა ეკოლოგიურობით, ხანგამძლეობით, ექსპლუატაციის სიმარტივითა და საიმედოობით.