ბისტრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბისტრი – მოშავო-ყავისფერი საღებავი, რომელიც მიიღება წებოში გარეული დამწვარი მერქნის მჭვარტლით. სეპიისა და ტუშის წარმოშობამდე (XVIII საუკუნის ბოლოს იგი კალმითა და ფუნჯით ხატვასა ანდა ერთ ტონში დაფარვისა და გადარეცხვისათვის (ე. წ. ლიგონტინი) დიდად მიღებული საღებავი იყო.