ბიშიმ-შაფე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ბიშიმ-ხაფე-დან)
ბიშიმ-შაფე (ბალყ.-ყარაჩ. Бышымш-Шапэ) – ბედ-იღბალთან, მომავალ ქორწინებასთან დაკავშირებულ გრძნეულ სიზმართა მომგვრელი სული ბალყარულ-ყარაჩული რწმენა-წარმოდგენების მიხედვით. ქალიშვილები მას, ბიშიმ-ხაფესთან (Бышым-Хапэ) ერთად, სპეციალურად საამისოდ გამართული რიტუალის დროს მიმართავდნენ („თუზლუ-გიუთიუ“).