ბიცენონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბHცენონ-ი (ოს. Быценон) – ნართული ეპოსის პერსონაჟი, მითიური ჯუჯა ხალხის – ბHცენთების ქალიშვილი, ნართი ხამიცის ცოლი, სახელოვანი გმირის – ბათრაძის დედა, ფიცხი და მოუთმენელი ხასიათის ქალი. იგი დღისით ბაყაყის სახით არსებობს და ქმარს უბით დაჰყავს, ღამით კი მზეთუნახავი ქალი ხდება; არის უბადლო თერძი; ხამიცის მიერ საქორწინოდ მომზადებული ფართალისაგან ქორწინების პირველ ღამეს ბHცენონმა ასი კაცის სამოსი შეკერა, მეორე ღამეს – ორასი კაცის სამყოფი და ქმრის ხელით ნართებს დაურიგა. სირდონისაგან გულნატკენმა ორსულმა ბHცენონმა ჩანასახი ხამიცს ბეჭებს შორის ჩაასუნთქა და თავად ბHცენთებთან წავიდა.
ლიტერატურა
- Нарты. Осетинский героический эпос. Т. I. М., 1990;
- Сказания о нартах. Пер. Ю. Лебединского. Владикавказ, 2000.