ბლოკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბლოკი − (ინგლ. blok ხის ტანი, მორი)

  1. კონსტრუქციულად ასაწყობი ელემენტი ან ნაკეთობა, ძირითადად ქარხნული წესით დამზადებული, რომელიც გამოიყენება თანამედროვე ინდუსტრიულ მშენებლობაში (ბლოკი მოცულობითი, ბლოკი საკედლე);
  2. ბორბლის ფორმის ტვირთამწე მანქანის მარტივი მექანიზმი ან დეტალი წრიული ღარით ბაგირის, გვარლის, ჯაჭვის ან ძაფის დასახვევად;
  3. მექანიზმების, მანქანების, დანადგარების, ხელსაწყოების და ა.შ. ან მათი ნაწილების (დეტალების) ერთობლიობა, გაერთიანებული დანიშნულების, განლაგების და ა.შ. მიხედვით;
  4. წიგნის ბლოკი – თანამიმდევრობით დალაგებული წიგნის ფურცლები შეკრული ძაფით, მავთულით ან წებოთი და მომზადებული წიგნის ყდაში ჩასასმელად;
  5. შახტის ველის ნაწილი, რომელსაც დამოუკიდებელი განიავებისათვის აქვს სავენტილაციო გვირაბთა ქსელი და შემოსაზღვრულია შახტის ქვედა და ზედა საზღვრებით, ან მეზობელი ბლოკების საზღვრებით, ან მეზობელი ბლოკის და შახტის ველის საზღვრებით. ბლოკებს აერთიანებს მთელი ჰორიზონტისათვის საერთო მთავარი საზიდი შტრეკი. არსებობს ბლოკის სახეები: აკუმულატორების, ამომხსნელი, ამოსაღები, ანტენის, აწყობის, ბეტო-ნის, გამანაწილებელი, გამთანაბრებელი, გაშლის, დამხსომებელი, ელემენტთა, ელექტროკვე-ბის, ელექტროძალოვანი, თვითამუშავების, თიხატკეპნილი, თუნის, კარის, კბილანების, კვების, კლინკერული, კომუნიკაციების, კომუტაციის, კონდენსატორთა, მასიური, მაღალი სიხშირის, მაძლიერებელი, მეხსიერების, მიმღები, მმართველი, მოცულობითი, პემზის, პერფორატორის, რადიატორის, რკინაბეტონის, საბაგირო, სათავო, საკედლე, საკომუტაციო, სამშენებლო, სამშენებლო კოტებით, სამშენებლო საჭერლებით, საყალიბე, საცხოვრებელი, საძირკვლის, სინქრონიზაციის, ფანჯრის, ფუნქციური, ღრუ, ღუმლის, ცემენტის, ცილინდრული და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები