ბლოკი (საზღვაო ტერმინი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბლოკი - (ჰოლ. blok) უმარტივესი ამწევი სამარჯვის ნაწილი (აგრეთვე თვით სამარჯვი) შკივის სახით, რომელსაც წრიულად აქვს ღარი გვარლისთვის ან ჯაჭვისთვის. შკივების რაოდენობის მიხედვით არის ერთ, ორ, სამ, და მრავალშკივიანი ბლოკები.
გადასახსნელყბიან ბლოკს კანიფასბლოკი ეწოდება.