ბობნევის კვირაცხოვლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბობნევის კვირაცხოვლის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევის განაპირას, დასავლეთით, შემაღლებულ ფერდობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (7,9 X 5,8 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, კუთხეები შირიმის ქვისაა. შიგნიდან სწორკუთხა, გარედან თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმელია, რომელიც შიგნიდან შეისრული ფორმისაა. გარედან - სწორკუთხაა. სარკმლის ქვემოთ, კედელთან, მიდგმულია რიყის ქვით ნაწყობი სატრაპეზო. აფსიდის გვერდებზე თითო ღრმა, სწორკუთხა, ფიცრით გადახურული ნიშია. საკურთხევლის იატაკი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. ეკლესიის სამხრეთ კედელში თაღოვანი სარკმელია. დასავლეთ კედლის სარკმელი დაბალი და განიერია, შიგნიდან სწორკუთხაა, გარედან თაღოვანი. კამარის საბჯენი თაღი გრძივი კედლების პილასტრებს ეყრდნობა. შენობა გადახურული ყოფილა ღარიანი კრამიტით.

ბიბლიოგრაფია

  • ბობნევი //ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.,1990.-გვ.49-51. სოფ. ბობნევში შემორჩენილი სხვადასხვა ეპოქის ეკლესიების: ბიისის ეკლესიის, იოანე ნათლისმცემლის, კვირაცხოვლისა და წმ. გიორგის სახ. ეკლესიების ხუროთმოძღვრული დახასიათება; იოანე ნათლისმცელის ეკლესიის ფრესკული მხატვრობის აღწერილობა. მოცემულია ეკლესიათა გეგმები.
  • მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. ატენის ხეობა.-თბ.,1957.-გვ.26. სოფ. ბობნევის "კოშკების" ეკლესიის მხატვრულ-ხუროთმოძღვრული დახასიათება.
  • შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.21-22. ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე. ბობნევის დარბაზული ტიპის ე.წ. "კოშკების ეკლესიის" არქიტექტურული აღწერილობა.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები