ბობოხიძე კალე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კალე ბობოხიძე

ბობოხიძე კალე – (1904 – 1982), სრული სახელი – კალისტრატე. ქართველი პოეტი და მთარგმნელი. დაიბადა სოფელ მათხოჯში (ხონი, ქუთაისის გუბერნია). 1929 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1928-32 წლებში მუშაობდა პედაგოგად. 1937-38 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირის საბავშვო სექციას. იყო სახელმწიფო გამომცემლობის რედაქტორი, დიდი ღვაწლი დასდო საქართველოში საგამომცემლო საქმის განვითარებას; მან პირველმა გამოსცა ლ. ასათიანისა და ტ. გრანელის კრებულები. 20 წლის ასაკში ჟურნალ „პროლეტარულ მწერლობაში” გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსი „მეზღვაური”, რამაც პოპულარობა მოუტანა. მოგვიანებით გამოსცა პირველი კრებული „ინდუსტრიული ლირიკა”; მის ლექსზეა დაწერილი სიმღერა „სავარდო და სამაისო”; თარგმნილი აქვს პუშკინის, ლერმონტოვის, შევჩენკოს, ისააკიანის, მაიაკოვსკის, ტიხონოვის, იან კუპალას, ბაჟანის ლექსები; პოეტი 40 წიგნის ავტორია; იგი ითვლებოდა ასევე ექსპრომტის უბადლო ოსტატად და თანამედროვენი მას მიაწერენ სიტყვა „ფუნაგორიის” ავტორობას. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.


დილა
როს მგზნებარე ცისკრის ალმა
გვაგრძნობინა სილამაზე,
ტატნობს სარმა გაჰკრა ქარმა,
დაეკიდა ნისლი ცაზე.
ცამ ინათა, იციალა,
ჩაიხატა გულში დილა;
მაგრამ შფოთვით იწრიალა
პაწაწინა ღრუბლის ფთილამ.
გააწბილა ღრუბლის ეშხი,
ღრუბელთ ჯარი შეგვიყარა;
ზეცას მოსწყდა წვიმის თქეში,
გადაეშვა ხევში ღვარად...
მასაც სარმა გაჰკრა ქარმა,
ღრუბელთ წყება გაქრა ცაზე;
პირი გახსნა კვლავ ცისკარმა,
გვამცნო დილის სილამაზე.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები