ბოდვითი მეხსიერება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბოდვითი მეხსიერების დროს ბოდვითი ინტერპრეტაცია წარსულში მომხდარ მოვლენასთან არის დაკავშირებული. ბოდვითი მეხსიერების უფრო გავრცელებული ფორმის შემთხვევაში წარსულში მომხდარი ფაქტი სინამდვილეს შეესაბამება, ხოლო სიტყვა „ბოდვითი“ მიუთითებს იმ მნიშვნელობაზე, რომელიც ამ ფაქტს ახლა მიეწერა. მაგ., პაციენტს, რომელსაც სჯერა, რომ ამჟამად ვიღაც აპირებს მის მოწამვლას, შეიძლება სწორად ახსოვდეს, რომ მას პირღებინება ჰქონდა საკვების მიღების შემდეგ (რაც რეალურად მოხდა ფსიქოზის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე), ხოლო ახლა მცდარად ასკვნიდეს, რომ ის განზრახ მოწამლეს. ამის საწინააღმდეგოდ, უეცარი (ავტოქტონური) ბოდვის დროს პაციენტი არარსებულ ფაქტს წარსულში მომხდარ მოვლენად მიიჩნევს. ეს უკანასკნელი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ჭეშმარიტი ბოდვითი მეხსიერება (ანუ, თავად მეხსიერების შინაარსი წარმოადგენს ბოდვას) მაშინ, როდესაც პირველ შემთხვევაში მეხსიერების შინაარსი ნორმალურია, მაგრამ პაციენტი მის ბოდვით ინტერპრეტაციას ახდენს.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები