ბოზურხანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბოზურხან-ი / ილიფინ-სუუნუ-ანასი /ილიფინ სუუ ანასი ბოზურხან-ი (ბალყ.-ყარაჩ. Бозурхан, Илипин-сууну-Анасы – „არხთა წყლების დედა“, Илипин-суу Анасы Бозурхан – „არხთა წყლების დედა ბოზურხანი“) – არხების წყლის მფარველი სული ბალყარულ-ყარაჩული რწმენა-წარმოდგენების მიხედვით. ეს ნაკლებად ცნობილი სული მხოლოდ ლოცვის ტექსტებში იხსენიება.
ლიტერატურა
Каракетов М. Д. Из традиционной обрядово-культовой жизни карачаевцев. М., 1995.