ბოთრიოცეფალოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბოთრიოცეფალოზი - (bothriocephalosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Bothriocephalus + ბერძნ. osis დაავადება), კობრისებრთა თევზების ჰელმინთოზი. აღმძვრელი, ლენტურა (ცესტოდა) – Bothriocephalus acheilgnathi პარაზიტობს ნაწლავებში. გავრცელებულია სატბორე მეურნეობებსა და წყალსაცავებში. ყველა ასაკის თევზი ავადდება ქრონიკული ფორმით.

სიმპტომები: დაავადებული თევზი გამხდარი და მოდუნებულია, არ იღებს საკვებს, ცურავს წყლის ზედაპირულ ფენებში და სუსტად რეაგირებს ადამიანის მიახლოებაზე. კანის საფარველი და ლაყუჩები ანემიურია, მუცელი – ჩამოწეული და შებერილი, ზურგი – ამობურცული, თვალები – ჩაცვენილი. დაავადების გამავრცელებელია უფროსი ასაკის თევზი, რომელიც პარაზიტმატარებელია.



წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები