ბოკვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბოკვი

ბოკვი – (Acer velutinum Boiss.); ოჯახი: ნეკერჩხლისებრნი (Aceraceae). დიდი ზომის, 40 მ-მდე სიმაღლის ხეა, ფართო ვარჯით. ფოთლები 5-ნაკვთიანია, 10-15 სმ სიგრძისა და სიგანის ფირფიტით. ზედა მხარეზე მუქი მწვანეა, შიშველი. ქვედაზე უფრო ღიაა, ძირითადად, ხავერდივით შებუსული. ფოთლის ნაკვთები მახვილწვერიანია, არათანაბრად ბლაგვკბილა. სამი შუა ნაკვთი კვერცხისებურია, ქვედები განუვითარებელია. ყვავილები შეკრებილია დიდი ზომის საგველა ყვავილედებში. ყვავილები პატარა ზომისაა, მოყვითალო მწვანე, იშლება ფოთლებთან ერთად. ნაყოფის ფრთები 3-5 სმ სიგრძისაა, სწორი კუთხით გაშლილი. ყვ. IV-V; ნაყ. VIII-IX. ეს სახეობა გავრცელებულია მდინარე ალაზნის დაბლობზე, ჭალის ტენიან ტყეებში სხვა დამახასიათებელ სახეობებთან ერთად. ნახვა შესაძლებელია ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, ჭალის ტყეებში. საქართველოში, კახეთის გარდა, ბოკვი არსად არის გავრცელებული.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები