ბოლოთქმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბოლოთქმა ანუ ბოლოსიტყვაობა - ნაწარმოებზე დართული სტრუქტურულად დამოუკიდებელი დამატება, რომელსაც ამ ნაწარმოების სიუჟეტურ განვითარებასთან არავითარი კავშირი არა აქვს, მაგრამ განმარტავს მასში განსახიერებულ იდეებს, სიტუაციათა ხასიათს ან სხვა საკითხებს, რომლებსაც, ავტორის აზრით, განსაკუთრებული ახსნა სჭირდება. ასეთია, მაგალითად, ბოლოთქმა კ. გამსახურდიას რომანისა „დავით აღმაშენებელი“.