ბოლოკა
ბოლოკა - ჯვარყვავილოვანთა ოჯახის ერთწლოვანი მცენარეა, მთავარღერძიანი ფესვით. სწორმდგომი, 100 სმ-მდე სიმაღლის, ხაოიანი ღეროთი. ფესვთანური ფოთლები ჩანგლისებრია, ყუნწიანი, ბოლო ფოთოლი დიდი ზომისაა, ოვალური, დაკბილული, ზედა ფოთოლი მოგრძო-ლანცეტაა ან ოვალურ-ლანცეტა, ამოკვეთილ-დაკბილული, თითქმის მჯდომარე. გვირგვინის ფურცლები ყვითელია. ნაყოფი ჭოტაკია, სფეროსებრი.
თესლის აღმოცენების მინიმალური ტემპერატურაა + 4-80C, ოპტიმალური +15-180C. ყვავილობა მაისივნისში, ნაყოფობა ივნის-ივლისში. ერთი მცენარე საშუალოდ 1500 თესლს იძლევა. აღმოცენების უნარს 10 წლამდე ინარჩუნებს. იზრდება მშრალ ფერდობებსა და გორაკებზე, ნათესებში, რუდერალურ ადგილებში და გზისპირებზე. ასარევლიანებს საშემოდგომო ხორბალს.
წყარო
ხორბლის მავნებლები დაავადებები, სარეველები და მათ წინააღმდეგ ბრძოლა