ბოლცმანი ლუდვიგ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუდვიგ ბოლცმანი

ლუდვიგ ბოლცმანი – (გერმ. Ludwig Eduard Boltzmann, 1844 - 1906), ავსტრიელი ფიზიკოსი და ფილოსოფოსი, გრაცის, ვენის, მიუნხენისა და ლაიფციგის უნივერსიტეტების პროფესორი.

მის მიღწევას ეკუთვნის 1884 წელს გამოყვანილი კანონი რომელიც მეცნიერებაში შევიდა „სტეფან-ბოლცმანის კანონის“ სახელით. ეს კანონი გამოსახავს დამოკიდებულებას აბსოლუტურად შავი სხეულის სრული ემისიის უნარს E-სა და მის აბსოლუტურ T ტემპერატურას შორის.

ამ კანონზეა დაფუძნებული გაიშვიათებული სხეულების ტემპერატურათა გაზომვის მეთოდები, იმ სხეულებისა, რომლებიც შეიძლება მიახლოებით ჩაითვალოს აბსოლუტურ შავ სხეულებად (მაგალითად, მეტალურგიული ღუმელის ღრუ, ვარსკვლავები).

თავისი გამოკვლევებით ბოლცმანმა საფუძველი ჩაუყარა გამოსხივების თანამედროვე თეორიას. მისი ყველაზე დიდი მიღწევა არის გამოკვლევები გაზების კინეტიკურ თეორიაში და თერმოდინამიკის მეორე პრინციპის განმარტება. ეს განმარტება მოცემულია იდეალური გაზის მოლეკულების სიჩქარეთა განაწილების სტატისტიკური კანონის სახით. იგი წარმოადგენს ბოლცმანის მიერ განზოგადებულ მაქსველის განაწილების კანონს იმ შემთხვევისათვის როცა ნაწილაკები მოძრაობენ ძალურ ველში.

ბოლცმანის სახელი დაერქვა ეგრეთწოდებულ, „ბოლცმანის მუდმივას“ (K), რომელიც ფიზიკის ერთ-ერთ უნივერსალურ მუდმივას წარმოადგენს და უდრის გაზის მუდმივას (R) ფარდობას ავოგადროს რიცხვთან (N)


მრცხნივ


წყარო

დიდი ფიზიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები