ბონვარნონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბონვარნონ-ი (ოს. Бонвæрон – „ცისკრის ვარსკვლავი“) – ცარციათული თქმულებების პერსონაჟი, ღმერთის დის, ხურამაჲსა და მთვარის ქალიშვილი, ცარძოს || ცარცოს ცოლი, ახვისა და ნაღვილას დედა; იზრდება ღვთაებებისა და ანგელოზების საბანაო მდუღარე ტბაში; დროდადრო ტბიდან ამოდის და მისი სხეულის შუქზე მზეს ნათელი ეკარგება; ირმებსა და ჯიხვებს იჭერს და თავი მათი რძით გააქვს. ქალიშვილი ცოლად მიყვება ცარძოს, ცხოვრობენ სიყვარულით, ვიდრე ქმარს დონბეთირები და ევგვიპარები (დევებზე დიდი არსებები) მოკლავენ; ქმრის სიკვდილის შემდეგ ქალ-ვაჟს აჩენს და ზრდის. ერთხელაც ვაჟს ხმალი ხელიდან გაუვარდება და ბონვარნონს გულში ერჭობა; გაუბედურებულ შვილებს ამშვიდებს და ეუბნება: ოი, შვილებო მე უკვე ვკვდები, ძალიან ნუ იდარდებთ. რომ მოვკვდები, ნაწნავები მომაჭერით, მშვილდის გასაბმელი ძუა მოქსოვეთ... ვიცი დონბეთირები მკვდარსაც არ მომასვენებენ და ისეთი დიდი ცეცხლი დაანთეთ, რომ ამ ცეცხლის კვამლმა ღრუბლებამდე მიაღწიოს, მაშინ ჩემი მშვილდით იქ ამისროლეთ, მე კი ზეციდან ყოველ განთიადზე თვალყურს მოგადევნებთო.

მოკვდა ბონვარნონი. ახვიმ და ნაღვილამ ისეთი კოცონი გააჩაღეს, რომ კვამლი ღრუბლებამდე ავიდა; მაშინ მშვილდზე დედა დაასვენეს და ღრუბლებისკენ აისროლეს; ქარბორბალა ამოვარდა და ბონვარნონი ზეცად ამაღლდა. დღისით მზე პატრონობდა ახვისა და ნაღვილას, ღამით – მთვარე, გათენებისას კი ბონვარნონი იყო მათზე მზრუნველი.


ლიტერატურა

  • ოსური თქმულებები. მასალები შეკრიბეს და წიგნი შეადგინეს ნ. ბეპიევმა და ნ. პოპიაშვილმა. ოსურიდან თარგმნა ნ. ბეპიევმა. თბ., 2009;
  • Царциаты таурæгътæ: ирон адæмы эпос (Легенды о царциата: эпос осетинского народа.). Сост. Ф. М. Таказов. Владикавказ, 2007.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები