ბონუს ევენტუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბონუს ევენტუსი(რომ.) „წარმატება“, „კეთილი ბოლო“. მოსავლისა და მინდვრის ნაყოფთა რომაული ღვთაება. მოგვიანებით ბონუს ევენტუსი წარმატებისა და საქმის კეთილად დაგვირგვინების განსახიერებად იქცა. მას ბერძენ ტრიპტოლემოსთან აიგივებდნენ.

ბონუს ევენტუსს წარმოსახავდნენ ეტლზე ამხედრებულ ჭაბუკად. ეტლში ფრთოსანი დრაკონები იყო შებმული. ჭაბუკს მარჯვენა ხელში სამსხვერპლო თასი ეპყრა, მარცხენაში კი – თავთავთა კონა და სიუხვის რქა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები