ბორათი ცახ ხარაგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბორათი ცახ ხარაგ-ი (ოს. Борæты цъæх хæрæг – „ბორათების რუხი ვირი“) – ნართული ეპოსის ოსური ვერსიი ეპიზოდური პერსონაჟი – ჭაკი ვირი. ადრე იყო რა ჯადოქარი ქალი, მან ურიზმაგი სახლში მიიტყუა და თავისი ჯადოსნური ქეჩის მათრახით ჯერ ცხენად აქცია, შემდეგ – სახედრად, ბოლოს კი – ძაღლად. როცა ძაღლი იყო, მონადირეებმა იგი სანადიროდ წაიყვანეს. აქ მას აფსათი დათვის სახით გამოეცხადა და ასწავლა, როგორ დაბრუნებოდა უწინდელ მდგომარეობას. ძაღლმა მოიპარა ჯადოქრის მათრახი, გადაისვა და კვლავ ურიზმაგი გახდა; დაარტყა მათრახი ბორათების ქალს და ჭაკ ვირად აქცია. „მოვდენე იგი ნართებთან, – ყვება ურიზმაგი, – ყველა თქვენგანმა იცოდეთ – ეს არის ბორათების რუხი ვირი“.
ლიტერატურა
Осетинские нартские сказания. Дзауджикау, 1948.