ბორა (მითოლოგიური პერსონაჟი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბორა (ოს. Борæ) – ნართული ეპოსის ოსური ვერსიის პერსინაჟი, ნართების სამი გვარიდან ერთ-ერთი – ბორათას – დამფუძნებელი, ნართების პირველწინაპრის, საუასას, უფროსი ვაჟი, უზენაესი ღმერთის დისშვილის ქმარი. ეპოსში მის სახელს უკავშირდება რამდენიმე თქმულება („ბორა და დონბეთირი“, „ბორა წმინდა ტყეში“, „ბორას ქორწილი“).
ლიტერატურა
Нартовские сказания: Эпос осетинского народа. Книга 2. Владикавказ, 2004.
|