ბორბოჭკოვანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბორბოჭკოვანაკომპოზიტი, რომელიც შედგება პოლიმერისა (მოდიფიციებული ეპოქსიდური და პოლიამიდური შემკვრელი) და ბორის ბოჭკოებისაგან (მატრიცა). გამოირჩევა მაღალი სიმტკიცით ჭიმვის, ძვრისა და ჭრის დროს, დაბალი დენადობით, მაღალი სიმაგრითა და დრეკადობის მოდულით, თბო- და ელექტროგამტარობით. ბორის უწყვეტი ბოჭკოს გარდა, გამოიყენება კომპლექსური გადახლართული ბორმინაძაფი, რომელიც მას აძლევს ფორმის მდგრადობას. ბორმინაძაფის გამოყენება ამსუბუქებს მასალის დამზადების ტექნოლოგიურ პროცესს. ბორბოჭკოვანას აქვს მაღალი წინაღობა დაღლილობისადმი, მდგრადია რადიაციის, წყლის, ორგანული გამხსნელებისა და საპოხ-საწვავი მასალების მიმართ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები