ბორღა-ქაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბორღა-ქაშ-ი (ინგუშ. БоргIа-каш – „ბორღას აკლდამა“) – სამარხი ნაგებობა, მდებარე ბარის ინგუშეთში, სოფ. პლიევოსთან ახლოს. იგი მიმდებარე სოფლების მოსახლეობის განსაკუთრებული თაყვანისცემის ობიექტს წარმოადგენდა: ხანგრძლივი გვალვის პერიოდში წვიმის გამოგზავნას შეთხოვდნენ (შდრ. დაღესტმის სოფ. ჩოხში არსებული ქამალულ-ბაშირის სამარხთან, წვიმის გამოწვევის მიზნით, ლოცვის ტრადიცია).

მუსულმანური სამარხი არქიტექტურის ტრადიციით თლილი ქვებისგან აგებული გუმბათოვანი ბორღა-ქაში კარგად არის შემონახული, მაგრამ საკუთრივ სამარხი გაძარცვულია.


ლიტერატურა

  • Архиев Ч. Избранное. Магас-Назрань, 2000;
  • Далгат Б. К. Первобытная религия чеченцев и ингушей. М., 2004;
  • Шиллинг Е. М. Ингуши и чеченцы // Религиозные верования народов СССР. М.,-Л., 1931.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები