ბორჯომის მინერალური წყაროები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბორჯომის მინერალური წყაროები – მინერალური წყაროების ჯგუფი ბორჯომის მუნიციპალიტეტში. ბუნებრივი გამოსავალების გარდა, აქ რამდენიმე ჭაბურღილია. თითოეული ჭაბურღილის დებიტია საშუალოდ 60-70 ათასი ლ, ტემპერატურა – 280C, საერთო მინერალიზაცია – 0.57 გ/ლ. მიეკუთვნება ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატულ, ნატრიუმიან წყლებს. შეიცავს თავისუფალ ნახშირმჟავას, ქლორის იონებს, ბრომს, ლითიუმს, ბარიუმს და სხვ. წყლის ტემპერატურა სხვადასხვა წყაროებში მერყეობს +17+380C-ის ფარგლებში. საერთო მინერალიზაციაა 6-7 გ/ლ.