ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი წყარო:საქართველოს 100 მუზეუმი, 2012.

ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი – მუზეუმი ქ. ბორჯომში.

მდებარეობს ყოფილი რუსეთის საიმპერატორო ოჯახის – რომანოვების ბორჯომის მამულის კანცელარიის შენობაში. 1890 წელს, გოტიკურ სტილში, აქ აიგო შენობა. დაარსდა 1926 წელს. აქ დაცულია არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ისტორიული, გამოყენებითი ხელოვნებისა და ბუნების იშვიათი ნიმუშები, აგრეთვე რომანოვების პირადი მემორიალური ნივთები. მუზეუმში 37 ათასზე მეტი ექსპონატია, მათ შორის ძვ.წ. ათასწლეულის სამკაულები და იარაღები, აგრეთვე ნუმიზმატიკური კოლექცია, ევროპული და აზიური ჭურჭელი, გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები.





წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები