ბოსტნის წალიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბოსტნის წალიკა - Polygonum persicaria L.

Polygonum persicaria L.ბოსტნის წალიკა.

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორმდგომია, 20-80 სმ სიმაღლის. ფოთლები მორიგეობითია, ლანცეტაა ან ან ხაზურ-ლანცეტა ფორმის. ყვავილები წვრილია, ვარდისფერი ან თეთრი, შეკრებილია მოკლე, ხშირ ყვავილედებად – მტევნებად, განლაგებულია ღეროებისა და ტოტების ბოლოებზე, აგრეთვე ზედა ფოთლების იღლიებში. ნაყოფი ყავისფერია ან მუქი წაბლისფერი, უფრო ხშირად პრიალა, თავწაწვეტებული. ყვ. VII-IX; ნაყ. VIII-XI.

ფართოდაა გავრცელებული, იზრდება ტბების, არხების, რუებსა და მდინარეების ნაპირებზე, ტენიან ადგილებში. აგრეთვე, როგორც სარეველა მინდვრებში, ბოსტნებსა და უშენ ადგილებში. სამკურნალო ნედლეული ბალახია, რომელსაც ყვავილობის დროს აგროვებენ. შეიცავს ტანინებს, ვაშლისა და ძმრის მჟავებს, ეთერზეთებს, მთრიმლავ და პექტინოვან ნივთიერებებს, შაქარს, ფლავონოიდებს, კვერცეტრინს, ვიტამინებს. ნაყენი და ნახარში ხასიათდება გამოკვეთილი სისხლდენისშემაჩერებელი, ტკივილგამაყუჩებელი, სასაქმებელი, შარდმდენი და მცირედ – ანთების საწინააღმდეგო მოქ¬ მედებით. მცენარის პრეპარატები გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში ათონური ყაბზობის შემთხვევაში.

ხალხურ მედიცინაში იხმარება სხვადასხვა ეთიოლოგიის სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ, მათ შორის კუჭის კიბოს დროს; საუკეთესო საშუალებაა ჰემოროიდალური და საშვილოსნოდან სისხლდენების შესაჩერებლად, ვენერიული, ცინგის, ბუასილის სამკურნალოდ; არის შარდმდენი თირკმელებისა და შარდკენჭოვანი დაავადებებისას, სასაქმებელი; გარეგანად გამოიყენება კანის სხვადასხვა დაავადებებისას, მათ შორის წყლულების, ჩირქგროვების, ჭრილობების მოსაშუშებლად.

შხამიანი მცენარეა, შინაგანი გამოყენებისას სიფრთხილის დაცვაა საჭირო. ვინაიდან გამოირჩევა სისხლის შედედების მაღალი უნარით, ტრომბოფლებიტით დაავადებულთათვის მიუღებელია. უკუმაჩვენებელია ფეხმძიმობის დროს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები