ბოცმანური კვანძი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბოცმანური კვანძი - ამ კვანძს ხშირად ესპანური სკამკვანძიც ეწოდება, რადგანაც ის, ისევე, როგორც ორმაგი სკამკვანძი, გამოიყენება ადამიანის ასაწევად ან სიმაღლიდან დასაშვებად. ამისათვის მის ყულფებში ფეხები უნდა გაეყაროს და გვარლის წინმავალი ნაწილი მკერდზე შემოეკრას ან ხელი გვარლის ძირითად ნაწილს ჩაჭიდოს. მეზღვაურულ ჟარგონზე ამ კვანძს “კურდღლის სიფათს” უწოდებენ, რაც სწორად მოჭიმული კვანძის კურდღელთან მსგავსებით არის ნაკარნახევი.