ბრონქიოლები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბრონქიოლები — ჰაერგამტარი სასუნთქი გზების ბოლო ქვეჯგუფი ბრონქიოლებია. მათი დიამეტრი ერთ მილიმეტრზე ნაკლებია. ბრონქიოლა შედგება გლუვი კუნთისგან და, განსხვავებით მსხვილი ბრონქებისგან, მის აგებულებაში შემაერთებელი ქსოვილი და ხრტილი არ გვხვდება. ამის გამო გლუვი კუნთების სპაზმის დროს ბრონქიოლა შესაძლოა მთლიანად დაიხუროს.
ტერმინალური ბრონქიოლები ჰაერის გამტარი საბოლოო სეგმენტია, რომლის შემდეგაც უკვე აირთა ცვლა იწყება. ფილტვში დაახლოებით 32000 ტერმინალური ბრონქიოლაა.
წყარო
კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის საექთნო მართვა