ბროწეულა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბროწეულა – პატარა სოფელია სამტრედიის რაიონში.

სახელწოდება

სახელწოდების წარმოშობა სრულიად ნათელი და უდავოა. იგი ნიშნავს „ადგილი, სადაც ბევრი ბროწეული ხარობს“. „ბროწეულით მდიდარი ადგილი“. ამის მიუხედავად ადგილობრივ მოსახლეობას მაინც უცდია ტოპონიმის სხვაგვარად გააზრიანება: „უწინ აქ ბერები იყრიდნენ თავს და ხშირად მართავდნენ წვეულებას. მაშინ ადგილსაც „ბერწვეულები“ ერქვა, მერე კი ბერ წვეულა ბროწეულად გადაკეთდაო“ (თამარ შარაშენიძე; ჩამწ. ლია თოდუა, ქ.სამტრედია).



წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები