ბრუნებადი სიტყვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბრუნებადი სიტყვა – სიტყვა, რომელიც იბრუნვის ბრუნებადად რომ ჩაითვალოს, სიტყვას უნდა ჰქონდეს ორი ბრუნვის ფორმა მაინც.

ქართულ ენაში ბრუნებადი სიტყვები ძირითადად სახელებია, მათ შორის სხვა ენებიდან ნასესხებიც. მაგ., სიტყვა „პალტო“ ქართულში რუსულიდანაა შემოსული, რუსულში კი – ფრანგულიდან. იგი არ იბრუნვის არც რუსულში და არც ფრანგულში, ქართულში კი გვაქვს: პალტო, პალტო-მ, პალტო-ს და ა. შ.

ქართულ ენაში ბრუნებადი შეიძლება იყოს არა მარტო სახელები, არამედ ფორმაუცვლელი სიტყვებიც და თვით პირიანი ზმნებიც კი: „ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე“, „ერთი მაქვს სჯობს ათას მქონდეს..“

ზმნისართებში დაპირისპირება „აქედან-აქამდე“ (შდრ.: „სახლიდან–სახლამდე“) გვავარაუდებინებს ბრუნების არასრული პარადიგმის არსებობას. ამდენად, ზმნისართიც შესაძლოა ჩაირთოს ბრუნებად სიტყვათა ჯგუფში (ბ. ჯორბენაძე).

ქ. დათუკიშვილი


ლიტერატურა

  • შანიძე ა. ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, I, თბ., 1953 (1971, 1980)

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები