ბრუნეი
ბრუნეი - (ბრუნეის სახელმწიფო - Brunei darussalami), სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, კუნძულ კალიმანტანის (ბორნეო) ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე. ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება სამხრეთ ჩინეთის ზღვა.
ფართობი - 5,8 ათ. კმ2.
მოსახლეობა- 407 ათ. კაცი (2012), აქედან - 65% მალაელები, 20% ჩინელები.
ოფიციალური ენებია- მალაიური და ინგლისური.
დედაქალაქი - ქ. ბანდარ-სერი-ბეგავანი.
კონსტიტუციური მონარქიაა დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობის შემადგენლობაში.
სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურია სულთანი.
ბრუნეიმ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1984 წლის 1 იანვარს.
ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს ნავთობის და ბუნებრივი აირის მოპოვება.
ძირითადი საზღვაო პორტები: მუარა, სერია, ლუმუტი.
საერთაშორისო აეროპორტი: ბანდარ-სერი-ბეგავანი.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 7 ათ. კაცი (2012); სახმელეთო ჯარები 4,9 ათ., სამხედრო-საჰაერო 1,1 ათ., სამხედრო-საზღვაო ძალები 1 ათ.. დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებით.